ქალაქ
გორს აღმოსავლეთით ესაზღვრება კვერნაკის ქედი. მისი სამხრეთის
კალთები გამოიყენებოდა საძოვრებად, დასავლეთ ფერდობის ნაწილი - სასაფლაოდ. 1939 წლიდან
სასაფლაო გადაიტანეს სხვა ადგილზე, ამ ტერიტორიაზე კი დაიწყო სახლების მშენებლობა.
5-6 წლის განმავლობაში უბნის მოსახლეობა იმდენად გაიზარდა, რომ საჭირო გახდა სკოლის
აშენება.
1962 წლის
იანვრის ბოლოდან დაიწყო 440 ბავშვისათვის სკოლის მშენებლობა, როომელიც 7 თვეში დასრულდა.
რაც შეეხება
მე-8 სკოლას, იგი რვაწლიანი იყო და მდებარეობდა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, ნინოშვილის
ქუჩაზე, სადაც ახლა მე-12 სკოლა.
ქალაქ გორის
მე-8 რვაწლიანი სკოლა გაიხსნა 1956 წლის 1-ლ სექტემბერს, გარეუბნის დაწყებითი სკოლისა
და მე-4 საშუალო სკოლის მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეთა კონტიგენტის ბაზაზე.
1956-1959 წლებში სკოლა იყო შვიდწლიანი, 1959 წელს კი გადაკეთდა რვაწლიანად და მისი
პირველი გამოშვება მოეწყო 1962 წელს.
დაწყებითი
სკოლა მდებარეობდა ნინოშვილის ქუჩაზე, საკუთარი სახლის მე-2 სართულზე, პირველ სართულზე
იყო ბოსელი, მეორეზე კი მიმდინარეობდა მეცადინეობა. აღნიშნული სკოლის გახსნისას გამგე-მასწავლებლად
დაინიშნა ანა კონსტანტინეს ასული დევდარიანი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობდა
1949 წლის სექტემბრამდე.
შვიდწლიანი
სკოლის გახსნისთანავე დირექტორად დაინიშნა დავით სასოს ძე ქურასბედიანი, სასწავლო ნაწილის
გამგედ - თინათინ პროკოფის ასული კალანდაძე.
სკოლის ახალ
შენობაში გადასვლისას (1962წ) მასწავლებლები რვაწლიანი სკოლიდან უცვლელად გადმოვიდნენ,
მოსწავლეები ძირითადად გადაეცა მე-4 საშუალო სკოლას, მცირე ნაწილი კი გადავიდა მე-9
საშუალო სკოლაში. ახალი სკოლის კლასები დაკომპლექტდა ქალაქის საშუალო სკოლების ხარჯზე.
1962-1963 სასწავლო წელს დაკომპლექტდა 10 კლასი, მომდევნო წლებში კი ნელ-ნელა
გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა და შენობა, რომელიც 440 მოსწავლეზე იყო გათვლილი, ვეღარ
იტევდა ბავშვებს, სამი პარალელური კლასის შექმნა იყო საჭირო. ამ დროს 814 მოსწავლე
სწავლობდა მე-8 საშუალო სკოლაში.
1965 წელს
იყო მეთერთმეტე კლასის პირველი გამოშვება, რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ ლიანა ამაშუკელი.
რაც შეეხება
ბიბლიოთეკას, ფართიც მცირე იყო გამოყოფილი, წიგნადი ფონდიც მწირი. თუმცა, რამდენიმე
წელში გაიზარდა წიგნების რაოდენობა(4208) თბილისის ბიბლიოთეკების წყალობით.
21 წელს ელოლიავა
დავით
ქურასბედიანი კაცისთვის დამახასიათებელი
სიყვარულით ჩვენს საამაყო სკოლას. იღვაწა, იშრომა, დაიხარჯა
და წავიდა. წავიდა და
თან გაიყოლა სითბო და
სიყვარული სკოლისა და მოსწავლეებისა.
დირექტორობა გააგრძელა ნინო ტატიაშვილმა, რომელიც
საკუთარი კერიასავით ეფაქიზებიდა ყველას და ყველაფერს.
ნანული დარსაველიძე ის ქალბატონია, რომელზეც თავისუფლად ვიტყვით ,,ათასი ბავშვის მშობელიო''. მისთვის წარმოუდგენელია სიცოცხლე სკოლისა და აღსაზრდელების გარეშე.
ნანული დარსაველიძე ის ქალბატონია, რომელზეც თავისუფლად ვიტყვით ,,ათასი ბავშვის მშობელიო''. მისთვის წარმოუდგენელია სიცოცხლე სკოლისა და აღსაზრდელების გარეშე.
გულქან ჩხაიძე - ქალი, რომელმაც იცის რა არის გრძნობა, ამიტომ ყველას სათუთად
ეპყრობა, ქალი რომლისთვისაც საუკეთესო სკოლა და განვითარებული მოსწავლე ყველაფერია.
ნანა ედიშერაშვილი - რიგით მეხუთე დირექტორი,
ამავე სკოლის კედლებში გაზრდილი და ჩამოყალიბებული ადამიანი, საოცარი ნიჭითა და უნარებით
დაჯილდოებული. ნოვატორი და შემოქმედებითი. კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი დირექტორთა რიცხვში.
ჩვენი სკოლა დიდი ტრადიციების
მატარებელია. ამ შენობის კედლებში ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდა. ეს კი იმ მასწავლებლების
დამსახურებაა, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან საყვარელ საქმეს.
მასწავლებელი თითოეული ბავშვის ბედის, მომავალი სამყაროს
მჭედელი, ცოდნისა და განათლების მთესველი, სულიერი მოძღვარი და წმინდა ადამიანია. სწორედ
ასეთები არიან ჩვენი სკოლის მასწავლებლები.
ზარი
ზარი, რომელზეც
უნდა გიამბოთ, საოცარი და უჩვეულო აღმოჩნდა.
მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში საქართველოში ათეიზმი
გაბატონდა, ყველამ დაივიწყა ქრისტიანობა და
10 მცნება, ანგრევდნენ ეკლესიებს და თუ რომელიმე მათგანი ნგრევას გადაურჩებოდა, ტაძრის შენობაში რას აღარ ნახავდით. ზოგან პურის
საცხობს, ზოგან სპორტულ დარბაზს, ზოგან დისკოტეკებსაც კი მართავდნენ. ამ მხრივ არც გორის ერთ-ერთი უბანი, კვერნაკი აღმოჩნდა გამონაკლისი
და დაანგრიეს ეკლესია, რომელიც მაშინდელი სასაფლაოს ტერიტორიაზე იდგა. სამშენებლო მასალებს
ზოგი სახლში მიარბენინებდა, ზოგიც - ნაგავსაყრელზე, მოასუფთავეს ადგილი და სახლის ასაშენებლად
მოამზადეს, ალბათ არავინ იყო წინააღმდეგი... ერთმა სათნო კაცმა შენიშნა ძირს დაგდებული
უენო, უპატრონო და გადასაგდებად განწირული ზარი, რომელიც დიდი ხნის მანძლზე ხალხს სალოცავად
იხმობდა ტაძარში, ახლა კი გადასაგდებად გაემზადებინათ. აიღო, გაასუფთავა, გამოელაპარაკა
და თავისი სახლის სარდაფის ერთ კუთხეში მიუჩინა ბინა, ალბათ ეს ამბავი არავინ იცოდა,
თორემ ზარის ახალ პარტონს უთუოდ დააპატიმრებდნენრელიგიური ნივთის მოვლა-პატრონობისათვის.
კვერნაკის
ქედის სამხრეთის კალთები გამოიყენებოდა საძოვრებად,
დასავლეთ ფერდობის ნაწილი - სასაფლაოდ. 1939 წლიდან სასაფლაო გადაიტანეს სხვა ადგილზე,
ამ ტერიტორიაზე კი დაიწყო სახლების მშენებლობა. 5-6 წლის განმავლობაში უბნის მოსახლეობა
იმდენად გაიზარდა, რომ საჭირო გახდა სკოლის აშენება.
50 წელია
კვერნაქის ფერდობიდან ქალაქს ამაყად გადმოსცქერის ერთი პატარა, ლამაზი
შენობა მომცრო ეზოთი, დიახ,
გორის მერვე საჯარო სკოლაზე მოგახსენებთ.
50 წელია სუნთქავს სკოლა - საოცრებათა კუნძული და სინათლის სახლი.
50 წელია სუნთქავს სკოლა - საოცრებათა კუნძული და სინათლის სახლი.
აშენდა სკოლა, დაირეკა პირველი ზარიც...იმ სათნო კაცმა,
ზარი რომ გადაარჩინა, დარაჯად დაიწყო მუშაობა.
ერთხელაც შენიშნა, რომ სკოლას ზარი არ ჰქონდა და ხან რითი ამცნობდნენ ბავშვებს გაკვეთილის
დაწყება-დამთავრებას და ხანაც რითი. გაახსენდა მოხუცს თავისი სარდაფის ერთ ბნელ კუთხეში
დამტვერილი და უმოქმედო ზარი, ხმაამოუღებლად გაიქცა და გაბრწყინებული სახით, ზარით
ხელში დაბრუნდა. ყველას უამბო ზარის ამბავი
და სიხარულით გადასცა სკოლას საჩუქარი.
მას შემდეგ
50 წელი გავიდა. ზარი დაუღალავად ემსახურა სკოლას, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამოირჩეული
წკრიალა ხმით.
ახლა
კი 21-ე საუკუნეში, როცა ქართველებმა რწმენა დაიბრუნეს და ტაძრებში მრევლმა იმატა,
კეთილი კაცის სპონსორობით სკოლასთან ახლოს ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
მთელი დასახლება დაუღალავად ემსახურება მშენებლობას, არც მოსწავლეები ამბობდნენ ღვთის
საქმეზე უარს.
ერთ დღეს
სკოლას ესტუმრა მამა გედეონი, რომელიც მშენებლობას თვალ-ყურს ადევნებდა, ითხოვა ზარის
ნახვა. მან ზარის წარსულზე არაფერი იცოდა, უბრალოდ, ხმა გაუგონია და წკრიალით მოხიბლული
გვეწვია. და იცით რა მოხდა?.. 50 წლის წინ დამაგრებული რკინის საკიდი უცებ მოეშვა,
ნელ-ნელა წამოვიდა და მამა გედეონს ხელებში ჩაუვარდა. დიდხანს ვიდექით დადუმებულები,
ვერ აგვეხსნა ეს სასწაული. ყოველგვარი კომენტარის გარეშე ზარი ეკლესიისკენ გააქცუნეს.
ამ პატარა უსულო სხეულმა თავის ბინას მიაგნო, ადგილი მიუჩინეს ტაძარში. როცა მშენებლობა
დასრულდება ეს ისტორიული ზარი სამრეკლოს დაამშვენებს და თავის გაზრდილ ადამიანებს,
რომლებსაც ხან გაკვეთილის დაწყებას ამცნობდა, ხანაც დასრულებას, ახლა ტაძრისკენ მიიხმობს,ისე
როგორც მათ წინაპრებს იხმობდა.
ნანა ლომიძე
გორის მე-8 საჯარო სკოლის ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებელი
0 коммент.:
Отправить комментарий